სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტური კლუბის - „UG Oriental’’ – ის ორგანიზებით და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ხელშეწყობით, უმასპინძლა თურქული კულტურის ფესტივალს.
ფესტივალის ფარგლებში, სტუდენტების შესრულებით წარმოდგენილი იყო: მუსიკალური ნომრები, ქართული და თურქული ხალხური ცეკვები, ჩრდილების თეატრი. ასევე, სტუდენტებმა წაიკითხეს თურქი პოეტების ლექსები.
ღონისძიებას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი და ცენტრის თანამშრომლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველები საზღვრებს გარეთ" დამფუძნებელი და სხვა სტუმრები.